ექვსკურსია ბორჯომში

ექვსკურსია ბორჯომში
ნ.გასიტაშვილი

пятница, 8 марта 2013 г.

ტყე

პროექტის სახელწოდება: ტყე და მისი მნიშვნელობა
პროექტის აქტუალობა მოსწავლეებმა გააცნობიერონ,რომ ტყის გაჩეხვა და დაბინძურება საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.დაიცვან სისუფთავე დარგონ ხე.
პროექტის მიზანი შეძლონ ტყის დაცვა განადგურებისაგა.შეიტანონ საკუთარი წვლილი გამწვანების საქმეშიიზრუნონ გარემომცველ სამყაროზე.
მონაწილეთა ასაკი; 8-9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა; 8 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. დაიცავენ გარემოში სისუფთავეს და აღწერენ ამ მიზნით საკუთარი ქმედედბების  მნიშვნელობასასევე ბავშვებს შეექმნებათ წარმოდგენა ტყის შესახებჩამოაყალიბებენ ტყეში ქცევის წესებს,უფროსებთან ერთად დარგავენ ხეებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატებიინტერნეტი,ბუნების სახელმძღვანელო ,ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები, პროგრამა powerpoint-ი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შეირჩევა თემაიმისათვის, რომ პროექტს მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა მიეცესმასწავლებელი კლასს წაიყვანს ექსკურსიაზე  ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკშიბავშვებს ეძლევათ დავალება მოუსმინონ ფრინველების გალობას და გამოიცნონ რომელი ფრინველები ცხოვრობენ ტყეში, გააკეთონ ჩანახატებიგადაიღონ სურათები.
მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს შეკითხვებს:
-რა არის ტყე?
-რატომ უნდა დავიცვათ ტყე?
-რა ცხოველები და ფრინველები ცხოვრობენ ტყეში და რომელ მათგანზეა აკრძალული ნადირობა?
-როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მათ?
-რის გაკეთება არ შეიძლება ტყეში რათა არ მივაყენოთ ზიანი ბუნებას?
მოსწავლეები ექსკურსიის შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებენ დაგროვილ ცოდნას და გააკეთებენ პრეზენტაციას.
მთელმა კლასმა ერთად იმუშაოს და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად დახატონ ტყე.
ჩამოაყალიბონ ტყეში ქცევის წესები
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ბუნებამშობლიური ენა,ხელოვნება და ისტ-.
პროექტის ხელმძღვანელი; ნანული გასიტაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა nanuligasitashvili@gmail.com